ახალი ამბები
შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბი ევროპის ჩემპიონი გახდა
შსს-ს ძიუდოს სპორტულმა კლუბმა 18-20 დეკემბერს, ჰოლანდიაში გამართულ ტურნირში, სადაც ევროპის ძიუდოისტთა საუკეთესო გუნდი უნდა გამოვლენილიყო, გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის "Figther Tbilisi"-ის ძიუდოისტებმა ყველა შეხვედრაში დამაჯერებლად იასპარეზეს და საბოლოოდ გუნდური პირველი ადგილის მოპოვება შეძლეს. ევროპულ სარბიელზე ეს მათი პირველი გამოსვლა იყო. ამ გამარჯვებით ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატის ოქროს ლიგაში გადაინაცვლებენ და მომავალ წელს კონტინენტის უძლიერეს გუნდურ ჩემპიონატში მოსინჯავენ ძალებს. ძიუდოს სპორტული კლუბი თბილისში დღეს 23:00 სთ-ზე ბრუნდება. შსს-ში აღნიშნავენ, რომ ძიუდოს სპორტული კლუბისთვის ჰოლანდიაში მიღწეული შედეგი მეორე დიდი გამარჯვებაა. ცოტა ხნის წინ ქართულმა კლუბმა იაპონიაში გამართულ ტურნირში მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. ქართველ ძიუდოისტებს ჰოლანდიაში გამგზავრებამდე შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შეხვდა. ძიუდოისტები შსს-ს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდნენ და ევროპულ სარბიელზე მიღწეული გამარჯვებაც ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნეს. შს მინისტრის ინიციატივით და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით, „შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი“ 2014 წლის მაისში დაარსდა. კლუბის წევრთა უმრავლესობა საქართველოს ნაკრების ძიუდოისტია და ისინი მსოფლიო ჩემპიონატების და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები არიან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.