პაკისტანის ხელისუფლებამ თალიბანის მიერ სკოლაში ბავშვების დახოცვის შემდეგ 4 ისლამისტი მებრძოლი სიკვდილით დასაჯა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ბავშვების მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონიათ.
სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მას შემდეგ მოიხსნა, რაც თალიბანის მებრძოლებმა პეშავარის სამხედრო სკოლაში 16 დეკემბერს 132 ბავშვი მოკლეს.
სიკვდილმისჯილებს ბრალად პაკისტანის ყოფილ სამხედრო მეთაურზე თავდასხმა ედებოდათ. ოფიციალური პირების თქმით, მომავალში სიკვდილით უფრო მეტი ადამიანი დაისჯება.
მასალის გამოყენების პირობები