დოკუმენტის რატიფიცირებას 28-დან 23-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.
რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და პარტნიორობის შეთანხმებას ხელი 24 ნოემბერს მოეწერა. ხელშეკრულება მიზნად ისახავს, ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებას, უსაფრთხოების საკითხების უზრუნველყოფასა და ასევე ქართულ-აფხაზური საზღვრის დაცვას.
აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ პარლამენტს დოკუმენტი დასამტკიცებლად 8 დეკემბერს წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები