ახალი ამბები
საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ. ამ დროის მონაცემებით უკვე გახსნილია 7-კილომეტრიანი მონაკვეთი გუდაურიდან ჯვრის უღელტეხილამდე. რაც შეეხება საავტომობილო გზას ჯვრის უღელტეხილიდან კობამდე, კვლავ ნარჩუნდება ზვავსაშიშროება. აღნიშნულ მონაკვეთზე მობილიზებულია ტექნიკა და მის გაწმენდას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მას შემდეგ დაიწყებს, როცა შესაბამისი სამსახურები ზვავებს ხელოვნურად ჩამოშლიან. სხდომას ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრები ესწრებიან. რაც შეეხება რეჟიმებს საქართველოს მასშტაბით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღადგენილია, ავტობუსებისთვის და ტრაილერებისთვის მოძრაობა აკრძალულია. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მლეთა-გუდაური (ფოსტა) მონაკვეთზე და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია. ქვეშეთი-სეთურების მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. ახალციხე-ნინოწმინდის(სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წაკლკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110-კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
16 / მაისი 2024
ზუგდიდში, ხვალ, 13:00 საათზე, დაიწყება მსვლელობა ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან და მას მეუფე გერასიმესთან ერთად, ეპარქიის სასულიერო პირები წარუძღვებიან.
16 / მაისი 2024
მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა.
16 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის სკეიტ პარკიდან, 16:00 საათზე, დედები, შვილებთან ერთად, მარშს სახელწოდებით "დედები რუსული კანონის წინააღმდეგ" გამართავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.