ფრანგული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 19 ადამიანი, რომელთაგან ხუთი მძიმე მდგომარეობაში.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, 11 ადამიანი ჟურნალ Charlie Hebdo-ზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიჭრა, 7 ადამიანი კი, რომელთაგან სამი სამართალდამცავია, 9 იანვარს პარიზის აღმოსავლეთით დაშავდა.
პოლიცია ამ დრომდე ეძებს ქაშერულ მაღაზიაში შეჭრილი თავდამსხმელის ამედი კულიბელის თანამზრახველ ქალს ჰაიამ ბუმედინს.
გუშინ ვინსენსისა და დამარტენის გარეუბანში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად პოლიციამ სამი ტერორისტი - ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდამსხმელები ძმები საიდ და შერიფ კუაშები და ქაშერულ მაღაზიაში შეჭრილი ამედი კულიბელი გაანადგურა.
მასალის გამოყენების პირობები