ნატო-ს შტაბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, სხდომა ელჩების დონეზე შედგება და განიხილება 2014 წლის ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი.
სხდომა ელჩების დონეზე იმართება, თუმცა როგორც კერესელიძემ აღნიშნა, შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა.
მასალის გამოყენების პირობები