ნიგერიის შინაგან საქმეთა მინისტრის მასადუ ჰასუმის განცხადებით, აქციის დროს მომხდარი შეტაკებების შედეგად 45 ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა შორის კი, ერთი პოლიციელია.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ასევე ცეცხლი წაუკიდეს ზინდერში მდებარე ფრანგული კულტურის ცენტრსაც.
France 24-ის ცნობით, "შარლი ებდოს" საწინააღმდეგო აქციები გაიმართა მალიში, მავრიტანიასა და სენეგალშიც.
7 იანვარს, პარიზში ჟურნალ "შარლი ებდოზე" განხორციელებული ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. სატირულმა ჟურნალმა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.
მასალის გამოყენების პირობები