თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ მისი მეზობელ სახელმწიფოში ექსტრადირება ადამიანის უფლებათა დარღვევა იქნება და დასძენს, რომ კადიევთან დაკავშირებით, პროკურატურასაც იგივე პოზიცია აქვს.
მიკაილ კადიევი სამართალდამცველებმა 2013 წელს იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს, მას პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. ამჟამად კი პატიმრობაში მყოფი მიკაილ კადიევი, რომელსაც ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დევნილთა და განსახლების სამინისტრომ უარი უთხრა, ამ სტატუსის მოსაპოვებლად უზენაეს სასამართლოში იბრძვის.
მასალის გამოყენების პირობები