ამის შესახებ საპატრიარქოს პრსეცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გუშინ განაცხადა.
მისივე თქმით, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულის შემდეგ, მამა ილია კარტოზიას ცხედარს მცხეთაში, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ.
დაკრძალვის ცერემონია 20 იანვარს, 12:00 საათზე, ამავე მონასტრის ეზოში გაიმართება.
ადრიატიკის ზღვაში, ბორან Norman Atlanti-ზე ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.
მასალის გამოყენების პირობები