ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართება მსოფლიო ლიდერების არააფორმარული შეხვედრა, რომელსაც საქართველოს პრემიერიც დაესწრება.
ფორუმი რამდენიმე საათში გაიხსნება და როგორც მისი ორგანიზატორები ამბობენ, ის წელს ყველაზე მასშტაბური იქნება - მასში მონაწილეობს 140 ქვეყნის დელეგაცია და ათას ხუთასზე მეტი ბიზნეს ლიდერი. სტუმრებს შორის არიან გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, თურქეთის პრემიერი და სხვა ლიდერები. აქ ელოდებიან აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერისაც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფორუმის გახსნას დაესწრება, მას ასევე ექნება პირისპირ შევედრები და გარდა ამისა სიტყვითაც გამოვა თემატურ მრგვალ მაგიდაზე.
„რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, პირველი, ჩვენს პროგრამაში, არის ჩვენი ძველი და მნიშვნელოვანი პარტნიორი ჰოლანდია, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი რუტი, რომელთანაც იქნება ძალიან სერიოზული დიალოგი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები