უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ხრეშატიკზე გაიმართება.
ცერემონიას უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება, ქართველი დიპლომატები და უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები დაესწრებიან.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს საქართველოში დღეს გადმოასვენებენ. "გარდაცვლილის გადმოსვენებასთან დაკავშირებულ პროცედურებს უკრაინაში საქართველოს საელჩო უზრუნველყოფს", _ განმარტავენ სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები