გიუმრიში ავეტისიანების შვიდსულიანი ოჯახის მკვლელობისთვის დაკავებული რუსი სამხედრო, ვალერი პერმიაკოვი სომხეთში გასამართლდება. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ბასტირკინმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.
პერმიაკოვმა, რომელიც გიუმრიში მდებარე რუსულ ბაზაზე მსახურობდა, ავეტისიანების ოჯახის ექვსი წევრი 12 იანვარს ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილა. ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, 6 თვის სერჟ ავეტისიანი საავადმყოფოში ორშაბათს გარდაიცვალა. ბავშვს დღეს დაკრძალავენ.
მასალის გამოყენების პირობები