ახალი ამბები
მარიუპოლის ნაწილი ცეცხლის ალშია გახვეული
უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი მარიუპოლი დაიბომბა.
დონეცკის ოლქის პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" "ბოევიკებმა" ცეცხლი გაუხსნეს მარიუპოლის დასახლებულ კვარტალს მაშინ, როცა ზუსტად იცოდნენ, რომ ამ კვარტლებში უკრაინელი სამხედროები არ იყვნენ.
"ბოევიკების" მიერ დღეს დილით განხორციელებულ შეტევას მარიუპოლში სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საკოლმეურნეო ბაზარი. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები