დასავლურ მედიაში, სულ უფრო ხშირად წერენ პრინც ჰარის ახალ გატაცებაზე: ის გერმანელი მოდელია, წარმოშობით რუსი ანასტასია გუსევა.
ტაბლოიდების ცნობით, ახალგაზრდებმა ერთმანეთი იახტაზე გაიცნეს, დახურულ წვეულებაზე.
"ის ძალიან მოიხიბლა, მუდმივად მის გვერდით იყო. ისინი დილამდე ერთად ცეკვავდნენ",- განაცხადა ახალგაზრდებთან დაახლოებულმა წყარომ.
ინსაიდერების ცნობით, ჰარი და ანასტასია ერთად დადიან სხვადსხვა წვეულებებზე, უკვე 2014 წლის ნოემბრიდან. წყვილს, ოფიციალურად, ჯერ არაფერი დაუდასტურებია.
მასალის გამოყენების პირობები