ახალი ამბები
ისლამისტების მიერ თავმოკვეთილ ცხედარს სამშობლოში დააბრუნებენ
ალჟირის ხელისუფლება იტყობინება, რომ ისლამისტების მიერ მოკლული და თავმოკვეთილი ფრანგი ტურისტის ერვე გურდელის ცხედარს სამშობლოში წაასვენებენ . 55 წლის მოგზაური, ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში, მოკლეს ისლამისტური დაჯგუფების წევრებმა.
ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ისლამისტები პარიზისგან ერაყში, „ისლამურ სახელმწიფოზე“ ავიადარტყმების შეწყვეტას, ალჟირში გატაცებული ფრანგი ტურისტის სიცოცხლის სანაცვლოდ ითხოვდნენ. გურდელის ცხედარს ორი კვირის წინ, გატაცების თანამონაწილე, დაკავებული პირების ჩვენებების საფუძველზე მიაკვლიეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მკაცრად დაგმო ეს მკვლელობა და მას“ სასტიკი და მხდალი“ აქტი უწოდა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები