ახალი ამბები
ზუგდიდში საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი განიხილეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ თებერვლიდან „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ დაიწყო.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია, პროექტის მენეჯერი დავით კიკნაძე , შპს მექანიზატორის დირექტორი ზვიად ჩხაიძე და შპს მექანიზატორის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ნასარიძე დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულს ლევან შონიას, მის პირველ მოადგილეს კობა ქანთარიას და მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში წინასწარი მონაცემებით დახმარებას სამეგრელოს 99 437 ბენეფიციარი მიიღებს, აქედან ხვნის ბარათს 69 331 ფერმერი. 

„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში“ წელს 800 ათასი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას. მისი ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს. სახნავი მიწებისა და ბარათების დარიგების არეალი გაფართოვდა და მას დაემატა ქუთაისს, ფოთსა და რუსთავს შემოერთებული სოფლები.

მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო. წელს სამწლიანი პროგრამის ბოლო ეტაპია. სამთავრობო პროგრამა სოფლად ფერმერულ მეურნეობების  ჩამოყალიბებას  მათ ხელშეწყობას ითვალისწინებდა. გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ფერმერები დახმარებას შეცვლილი სახით მიიღებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
16 / მაისი 2024
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
16 / მაისი 2024
ზუგდიდში "აგენტების" კანონის გასაპროტესტებლად დღეს, კვლავ, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან შეიკრიბნენ.
16 / მაისი 2024
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს თბილისსა და ზუგდიდში „აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე გალელი სტუდენტების ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.