ახალი ამბები
ზუგდიდის გამგეობა სოციალურად დაუცველ 16 ოჯახს საახალწლოდ სახლებს გადასცემს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 16 სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლოდ ახალი კეთილმოწყობილი სახლები გადაეცემათ.

მუნიციპალიტეტის თექვსმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში სახლების მშენებლობა ბოლო ფაზაშია შესული.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, კეთილმოწყობილ სახლებთან ერთად ბენეფიციარებს მზის გამათბობლებიც დაუმონტაჟდებათ.

სოციალურად დაუცველთა სახლების მშენებლობისთვის 380 ათასი ლარი დაიხარჯა. პროექტი 2016 წელსაც გაგრძელდება, რისთვისაც ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ თანხის გაორმაგებაზე მუშაობენ.

სოციალურად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახები, რომლებსაც სახლები უშენდებათ, სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.

„აქცენტი კი იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გაკეთდა, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ ან საცხოვრებელი დამწვარი ჰქონდათ“, - აცხადებენ გამგეობაში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.