ახალი ამბები
რატომ ხვდება ზუგდიდი ახალ წელს უხარისხო განათებით
ქალაქ ზუგდიდის ააიპ „კეთილმოწყობის ცენტრი“ საახალწლო ნათურების შეძენაზე გამარტივებულ შესყიდვას (ერთპირთან მოლაპარაკება) ითხოვდა. შესაბამისი მოთხოვნით ცენტრის დირექტორმა მამუკა ციმინტიამ მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ქალაქის მერს ირაკლი გოგოხიას და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 27 ათას ლარს შეადგენდა.

მერიის მიმართ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ქალაქის მორთულობისთვის საჭირო ნათურები მთლიანად ამორტიზირებულია და მისი გამოყენება შეუძლებელია.

შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ მიმართვაში შემსყიდველი ორგანიზაცია განმარტავდა: „2015 წლის ბიუჯეტით საახალწლო ქალაქგაფორმებითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო ელექტროსანათი მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით თანხები არ იყო გათვალისწინებული, ვინაიდან ცენტრის ბალანსზე უკვე ირიცხებოდა საახალწლო ელექტროსანათი მოწყობილობები. თუმცა, მათი ტესტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ სანათი მოწყობილობების უმეტესი ნაწილი შემდგომი ექსპლუატაციისათვის და დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის უვარგისია“.

„კეთილმოწყობის ცენტრმა“ შესყიდვების სააგენტოდან პასუხი 4 დეკემბერს მიიღო. საგენტომ ცენტრის მოთხოვნა ეჭვქვეშ დააყენა და გამარტივებულ შესყიდვაზე უარი განუცხადა.

„ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით (ახალი წლის დადგომა), ცნობილი იყო შესყიდვის განხორციელების საჭიროების შესახებ. მიუხედავად ამისა, ცენტრის მიერ არ იქნა მიღებული სათანადო ზომები მოცემული ვითარების თავიდან აცილების მიზნით, რაც ეჭვქვეშ აყენებს გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის ფაქტს“,- ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს პასუხში.

ამასთან, სააგენტო მერიის ააიპ-ს რეკომენდაციით მიმართავს და იქვე განუმარტავს, რომ სახელმწიფო სახსრების რაციონალურ ხარჯვაზე პასუხისმგებლობა მთლიანად შემსყიდველ ორგანიზაციას ეკისრება.

გამარტივებულ შესყიდვაზე უარის მიღების შემდეგ, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს „კეთილმოწყობის ცენტრმა“ ელექტრონათურების შესყიდვაზე გამარტივებული ტენდერი გამოაცხადა. ამჯერად, შესყიდვის ღირებულება 25 ათასი ლარია - 2 ათასი ლარით ნაკლები, ვიდრე ეს გამარტივებული შესყიდვის დროს იყო.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში სამმა პრედენდენტმა მიიღო მონაწილება და სამრაუნდიანი ვაჭრობის შედეგად მინიმალური ფასი 14 990 ლარი დაფიქსირდა, რაც ტენდერის საწყის ფასზე 10 010-ით, პირველად მოთხოვნილ თანხაზე კი 12 010 ლარით ნაკლებია.

რატომ მოითხოვა მერიის ააიპ-იმ 12 010 ლარით მეტი თანხა ნათურების შესაძენად და რატომ ითხოვდა გამარტივებულ შესყიდვას? ამ კითხვით რადიო „ათინათმა“ „კეთილმოწყობის ცენტრის“ დირექტორ მამუკა ციმინტიას მიმართა. მისი განმარტებით, ნათურების შესაძენად ბიუჯეტში თანხა არ იყო გათვალისწინებული და ამისთვის სახსრები ნოემბრის ბოლოს გამოიძებნა.

„მინდა გითხრათ, რომ 27 ათასად უფრო მეტს და გაცილებით უკეთესი ხარისხის ნათურებს შევიძენდით. ისეთი მინდოდა, 5 წელი მაინც რომ გაეძლო. თუ ვინმეს დეტალურად აინტერესებს ეს საკითხი, მობრძანდეს ჩვენთან და შევადაროთ რომელი ჯობდა, ის რაც ახლა ტენდერის შედეგად ვიყიდეთ თუ ის, რისი ყიდვაც მინდოდა. ექსპერტიზაზეც წავიღოთ თუ გნებავთ...“, - აღნიშნა მამუკა ციმინტიამ.

„კეთილმოწყობის ცენტრში“ აცხადებენ, რომ საახალწლო განათების დამონტაჟება დაწყებულია და მისი დასრულება 20 დეკემბერს იგეგმება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / მაისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 18 მაისამდე გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
14 / მაისი 2024
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისთვის მთელი საქართველო თბილისში უნდა იყოს, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბოროტების მანქანის ერთსულოვნებით დაძლევისთვის.
14 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტი ხელს აწერს უნივერსიტეტების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც წერია, რომ პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ფოთი 8 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.