ახალი ამბები
თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს ახალი ჭაბურღილი ექნებათ
ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ 320 ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნება. მათთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახალ ჭაბურღილებს გათხრის.

ამის შესახებ ინფორმაცია დევნილებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, "გაერთიანებული წყალმომარაგების" კომპანიის უფროსმა გიორგი კობერიძემ და დევნილთა და განსახლების მინისტრის მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა მიაწოდეს.

ახალი ჭაბურღილის ექსპლუატაციაში შესვლამდე დევნილებისთვის სასმელი წყლის მიწოდება ცისტერნებიდან მოხდება, ასევე დაიქლორება არსებული წყალი და მას ტექნიკური საჭიროებისთვის გამოიყენებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს, დევნილთა დასახლებაში ნაწლავური ინფექცია გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ, სასმელი წყლის დაბინძურებამ გამოიწვია.

ინფექციის ნიშნები ათეულობით ადამიანს, მათ შორის, ბავშვებს აღენიშნებოდათ.

რამდენიმე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნაწილმა კი მკურნალობა სახლის პირობებში გაიარა. სასმელად ვარგისი წყლის მიწოდების მოთხოვნით კი თაბუკაშვილზე მცხოვრები დევნილები პერიოდულად საპროტესტო აქციებს მართავდნენ.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / მაისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 21 მაისამდე შედარებით გრილი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
17 / მაისი 2024
სოხუმში აცხადებენ, რომ საავიაციო პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, აეროპორტის „მენეჯმენტი“მოსახლეობას ხვდება და ღია ვაკანსიებზე აწვდის ინფორმაციას.
17 / მაისი 2024
საქართველოს სასწავლო ცენტრის (GLC) ზუგდიდის განყოფილების მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის დღეს ბოლო ზარი დაირეკა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.