ახალი ამბები
ენმ- კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებს თანხა "კალა კაპიტალისგან" გადაერიცხათ
"ალფა ბანკში” გახსნილ ანგარიშებზე კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების - ვლადიმერ გეგეშიძისა და გიორგი გიგაურის სახელზე, ”კალა კაპიტალ ლიმიტედისგან” და რუსეთში მცხოვრები დავით ქარსელაძისგან, იგივე ”კალატოზასგან”, გარკვეული თანხა გადაირიცხა, - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ირმა ნადირაშვილმა და ოთარ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ასევე, ,,ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ” საზოგადოებას წარუდგინა დოკუმენტაცია, რომელის თანახმადაც, რუსული სააქციო საზოგადოება ,,ალფა ბანკის” მხრიდან, 31 მაისს გაცემული ოფიციალური წერილების N0978-NRB/017 და N0979-NRB/017 - თანახმად, რომელსაც ხელს აწერს ბანკის მთავარი ფინანსური ოფიცერი, მარია შევჩენკო, ირკვევა, რომ კრიმინალურმა ავტორიტეტმა დავით ქარსელაძემ, იგივე “კალატოზამ” ,,ალფა ბანკში” გახსნა ორი ანგარიში კორცხელში „გამოჩენილი“ ორი მოძალადის ვლადიმერ გეგეშიძისა და გიორგი გიგაურის სახელზე.

ერთი დოკუმენტის მიხედვით, თავდასხმამდე 4 დღით ადრე, 2016 წლის 17 მაისს, 16 საათსა და 08 წუთზე, „კალა კაპიტალ ლიმიტედისგან” ვლადიმერ გეგეშიძის ანგარიშზე გადაირიცხა 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო დავით ქარსელაძის, იგივე ,,კალატოზასგან" 17 საათსა და 54 წუთზე გადაირიცხა- 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი.

მეორე დოკუმენტის თანახმად, იმავე დღეს, 16 საათსა და 37 წუთზე, “კალა კაპიტალ ლიმიტედისგან” გიორგი გიგაურის ანგარიშზე გადაირიცხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
13 / მაისი 2024
წუხელ მოსულმა ძლიერმა წვიმამ ოჩამჩირის სოფლები კინდღი, ჯგერდა და ათარა დააზარალა, იუწყება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
13 / მაისი 2024
"დროას" აქტივისტი მარიამ სიჭინავა, რომელიც 30 აპრილის ღამეს მერიასთან მიმდინარე აქციის დროს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევით დააკავეს, ზუგდიდის რაიონულმა
13 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა "აგენტების" კანონი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტის მიმდებარედ გააპროტესტა 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.