გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ
და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ქალაქ ზუგდიდში
წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის სამშენებლო სამუშაოები
დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი
სადგურისა და რეზერვუარების მშენებლობა იგეგმება. ასევე, მოეწყობა
წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას 20-24
საათიანი წყალმომარაგება ექნება.
სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური
მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულება 88 მლნ ლარზე
მეტია 2018 წელს დასრულდება. სამუშაოებზე 150-მდე ადამიანია
დასაქმებული.
მასალის გამოყენების პირობები