ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები ოდესაში, გუბერნიის
რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ.
ექს-პრეზიდენტთან შეხვედრას ზუგდიდიდან პარტიის რაიონული ორგანიზაციის
ხელმძღვანელი ლაშა დამენია და რეგიონული კოორდინატორი თენგიზ გუნავა
ესწრებოდა. რაც შეეხება, კიდევ ერთ მონაწილეს, ზუგდიდის ყოფილ
გამგებელს ალექსანდრე ქობალიას, დამენიას თქმით, ის ოდესაში პირად
საკითხზე იმყოფებოდა და შეხვედრის მხოლოდ არაოფიციალურ ნაწილს
დაესწრო.
დამენიას თქმით, შეხვედრაზე საარჩევნო გეგმებზე და პარტიის
პრიორიტეტებზე იყო საუბარი.
"ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა ჩავატაროთ წინასაარჩევნო კამპანია და რა
მიმართულებით. ვიმსჯელეთ ჩვენს საარჩევნო კანდიდატებზეც. ყურადღება
ასევე გავამახვილეთ იმ შეცდომებზე, რაც ხელისუფლებაში ყოფნისას
დავუშვით. მინდა გითხრათ რომ, ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ,
ასე ვთქვათ, იქნება ერთი დიდი შერიგება, რადგან ქართულ პოლიტიკას უნდა
ჩამოვაშოროთ ძალადობა და აგრესია", - აღნიშნა რადიო
"ათინათთან" საუბარში დამენიამ.
პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე
კანდიდატებთან დაკავშირებით, მუშაობა მიმდინარებს და მათი ვინაობა
უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები