საფეხბურთო კლუბმა "ზუგდიდი" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-3
ტურის მატჩიც მარცხით დაასრულა და ცხრილში ვითარებაც გაირთულა.
ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ადმინისტრაცია ავრცელებს. "ზუგდიდი -
ბათუმის "დინამოს" შეხვედრა, რომელიც 0:2 დასრულდა, "ზედაეწერის"
სტადიონზე 27 აგვისტოს გაიმართა.
"ზუგდიდი" საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასზე ვანის
"სულორთანაც" 0:1 დამარცხდა და შესაბამისად,აღნიშნულ გათამაშებას
გამოეთიშა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "ზუგდიდი" 0
ქულით ბოლოდან მეორე ადგილზეა.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ კლუბის 51% წილის მეპატრონე
უკრაინელი ინვესტორები გახდნენ. ამის შემდეგ შეიცვალა გუნდის მთავარი
მწვრთნელი ოთარ გაბელია და მის ნაცვლად კლუბი უკრაინელმა ვლადიმერ
ლიუტიმ ჩაიბარა.
ინვესტორებს გუნდი მმართვის უფლებით გადაეცათ. კლუბის დანარჩენი წილი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში რჩება.
მასალის გამოყენების პირობები