ახალი ამბები
სანდრა რულოვსი: მუქარა არ მუშაობს (ვიდეო)
"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისში პარტიის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, სოფელ კორცხელის საბავშვო ბაღის გამგის თანამდებობაზე აღდგენის ფაქტზე, ბრიფინგი გამართა. მან ირმა ნაჭყებიას თანამდებობიდან გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ყოფილმა პირველმა ლედიმ პარტიის მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

"მსგავსი ფაქტი იყო მარტვილში, 18 გამგებელი გაათავისუფლეს, მაგრამ სასამართლომ აღადგინა ისინი, ასე რომ, მუქარა არ მუშაობს. გემუქრებიან? მშვიდად იყავით, იმუშავეთ, ჩაერთეთ დემოკრატიულ პროცესებში და თუ რამე, როგორც ირმამ მოიპოვა სამართალი, ისე მოიპოვებთ თქვენ", - აღნიშნა რულოვსმა.

კორცხელის ბაღის ყოფილმა გამგემ ირმა ნაჭყებიამ მისი გათავისუფლების მიზეზებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით იყო განპირობებული. მისივე ინფორმაციით, მოპასუხე მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, თუმცა, ამბობს, რომ სიმართლის დამტკიცებას ნებისმიერ ინსტანციაზე შეძლებს.

"პარტია "ქართულმა ოცნებამ" კორცხელში წაგების გამო ჩემზე შური იძიეს. მე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დაპირისპირებას და შუღლს ბოლო მოეღოს. სასამართლომ კი ძალიან სამართლიანად იმსჯელა", - თქვა ბრიფინგზე ნაჭყებიამ.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ირმა ნაჭყებიას კორცხელის ბაღის გამგის პოზიციაზე აღდგენის გადაწყვეტილება 19 სექტემბრის სხდომაზე მიიღო.

ცნობისთვის, სოფელ ნაცატუს საბავშვო ბაღის დირექტორის გათავისუფლების საკითხი პირველად ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თენგიზ გუნავამ გაახმაურა. "ენმ"-ში ამტკიცებდნენ, რომ ნაჭყებია დაკავებული თანამდებობიდან კორცხელში პარტიის გამარჯვების შემდეგ გაათავისუფლეს.

ბრალდებას უარყოფენ გამგეობაში და აცხადებენ, რომ ნაცატუს ბაღის დირექტორის გათავისუფლება შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოხდა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საბავშვო ბაღში მღრნელების მიერ დაზიანებული საკვები პროდუქტი აღმოჩნდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
06 / მაისი 2024
ზუგდიდში ევროპის დღეების აღსანიშნავად და ე.წ აგენტების კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია 8 მაისს, 18:00 საათზე სკეიტ პარკის
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.