ახალი ამბები
სოხუმი: პრივატიზაციის პროცესში უცხოელი მოქალაქეების მონაწილოება შეიზღუდება
დე ფაქტო აფხაზეთში ბოლო დროს მიღებულ "კანონს" "რესპუბლიკური და მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის" შესახებ, სოციალურ ქსელებში დისკუსია მოყვა. განსაკუთრებით, იმ ნაწილს, რომელიც პრივატიზაციის პროცესში უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირების მონაწილოებას" ეხება.

ამასთან დაკავშირებით, დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტა, რომ "1997 წლიდან მოქმედი კანონი პრივატიზაციის შესახებ, არ კრძალავდა და არც ზღუდავდა უცხოელი მოქალაქეების სახელმწიფო ობიექტების პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობას".

ამავე ცნობით, განსხვავებით ძველი "კანონისგან", დე ფაქტო აფხაზეთში 2017 წლის 1 იანვრიდან, ამოქმედდება "კანონი", რომელიც "პირველად ითვალისწინებს, სამართლებრივ შეზღუდვებს უცხოელების მიერ სახელმწიფო ქონების შეძენასთან დაკავშირებით".

გარდა ამისა, ახალი "კანონი" გამორიცხავს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას პირდაპირი შესყიდვის გზით და ითვალისწინებს პრივატიზაციის უფრო ცივილიზებულ მეთოდებს, კერძოდ, აქციონირებას, კონკურსს და აუქციონს.

ასევე, გათვალისწინებულია "ოქროს აქციის" დაწესება, რომელიც "სახელმწიფოს უფლებას მისცემს გავლენა შეინარჩუნოს "სახელმწიფოს აქციონირებული დაწესებულებების გასხვისების პროცესზე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფისა და რესპუბლიკის მოქალაქეთა ინტერესების დაცვის მიზნით".

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / მაისი 2024
ზუგდიდიდან წასული მოქალაქეები თბილისში, ევროპის მოედანზე მიმდინარე მასშტაბურ აქციას შეურთდნენ.
11 / მაისი 2024
ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ და მუშაობენ, სოლიდარობას უცხადებენ მოქალაქეებს, რომლებიც „აგენტების“ შესახებ კანონს აპროტესტებენ.
11 / მაისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 მაისიდან - 14 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.