ახალი ამბები
რუსეთი გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოში აღარ აირჩიეს

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგებით, საბჭოში აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლები

მხოლოდ უნგრეთი და ხორვატია იქნებიან. კენჭისყრის თანახმად, უნგრეთმა - 144, ხორვატიამ -114, რუსეთმა კი 112 ხმა მიიღო.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს 14 წევრი 2017-2019 წლების პერიოდისთვის აირჩია. ხორვატიასთან და უნგრეთთან ერთად, საბჭოში აირჩიეს ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ეგვიპტე, ერაყი, ჩინეთი, კუბა, რუანდა, საუდის არაბეთი, ტუნისი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, აშშ და იაპონია.

როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, კენჭისყრის ჩატარებამდე 80-ზე მეტმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მოუწოდა გაერო-ს წევრ ქვეყნებს, რუსეთს ხმა არ მისცენ, რადგან მოსკოვი სირიის რეჟიმს სამხედრო დახმარებას უწევს.
Human Rights Watch-ი აცხადებდა, რომ რუსეთის ხელახლა არჩევა საბჭოს მუშაობას შეაფერხებდა.


 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / მაისი 2024
დღეს მოსკოვის წითელ მოედანზე ფაშიზმზე გამარჯვების 79 - ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს, რომელიც ვლადიმირ პუტინმა ჩაიბარა, არ ესწრებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია.
09 / მაისი 2024
სალხინოში, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლოცვა მიმდინარეობს.
08 / მაისი 2024
მუსიკით დასრულდა აქცია ზუგდიდის სკეიტ პარკში, სადაც შეკრებილებმა ე.წ აგენტების კანონი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. დღევანდელი აქცია ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.