საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით 1989 წლის 4 აპრილს დაწყებული
საპროტესტო აქცია სასტიკი დარბევით დასრულდა.
საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების შემოჭრას 21 ადამიანის
სიცოცხლე ემსხვერპლა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი
დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ
გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები