ახალი ამბები
ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება
ახალი რეგულაცია საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებიც ისრაელში თავშესაფრის ძიებით არიან დაინტერესებულები. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ტაბატაძის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში თავშესაფრის მოთხოვნაზე ძირითად შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იქნება, რადგან ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა და მათ თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი არ გააჩნიათ.

„თუ ადრე მოქალაქეებს ეძლეოდათ საშუალება განაცხადზე მიღებული უარყოფითი პასუხიდან ერთი კვირის განმავლობაში ნებაყოფლობით დაეტოვებინათ ქვეყანა და ამ საშუალებას არ იყენებდნენ, ახალი რეგულაციით, ასეთი განაცხადის შეტანისთანავე დაიწყება მათი დეპორტაციის პროცედურა. ეს პროცედურა დასრულდება მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი მოქალაქე, ვინც შეიტანს 17 აპრილიდან მოთხოვნას თავშესაფართან დაკავშირებით, ვინაიდან მათი განცხადება არ იქნება დაკმაყოფილებული, მათი დეპორტაცია მოხდება მაქსიმუმ ერთ კვირაში. ისრაელმა ჩვენ შეგვიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ საფუძველი მოითხოვონ თავშესაფარი. შესაბამისად, არამიზნობრივი განაცხადების განხილვა ხდება. აქედან გამომდინარე, ისრაელის მხარემ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ტაბატაძემ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.