ახალი ამბები
საქართველო რუსეთს აგრესიული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსი სამხედროების მიერ ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვარზე მავთულხლართების გავლების ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც რადიო “ათინათი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ზუგდიდის რაიონის სოფლების - ხურჩისა და შამგონას მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების ფაქტს.

მიმდინარე წლის აპრილში საოკუპაციო ძალებმა აღნიშნულ პერიმეტრზე ჩაატარეს მოსამზადებელი სამუშაოები და დაამონტაჟეს ხის ბოძები, რის შესახებაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ოპერატიულად იქნენ ინფორმირებული. 9-11 აგვისტოს ზემოხსენებული სეგმენტის 800-900 მეტრიან მონაკვეთზე გავლებულ იქნა მავთულხლართები.



აფხაზეთის რეგიონში ოთხი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვის შემდეგ, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის გამიზნული პოლიტიკის ნაწილს, მეტ იზოლაციაში მოაქციოს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა და ნებისმიერი ხერხით შეუშალოს ხელი სამშვიდობო პროცესებს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების ეს ქმედება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებასა და განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლებას, რაც კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯები, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნაკისრ ვალდებულებს, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და გადადგას ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და მოახდინოს შესაბამის რეაგირება რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ და აზიანებს როგორც უსაფრთხოების გარემოს, ასევე, საერთაშორისო წესრიგს“, - აღნიშნულია განცხადებაში.


ამავე თემაზე:

სუს:ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმა ადგილობრივების უფლებებს ზღუდავს

რუსმა სამხედროებმა ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან მავთულხლართები გაავლეს (ფოტო)







Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს ჩანიშნული სხდომის შესახებ
მედია დაუწყებული არ ყოფილა. საკრებულოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის
მერი
15:38 / 18.08.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს ჩანიშნული სხდომის შესახებ მედია დაუწყებული არ ყოფილა. საკრებულოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის მერი
GEM fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მათ მიმართ პრეტენზიები
არ აქვს.
15:34 / 18.08.2017
GEM fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მათ მიმართ პრეტენზიები არ აქვს.
საიას ზუგდიდის ოფისი საინფორმაციო პორტალ fortuna.ge-ზე ზუგდიდის
ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალას გამოეხმაურა,
რომელიც
13:54 / 18.08.2017
საიას ზუგდიდის ოფისი საინფორმაციო პორტალ fortuna.ge-ზე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალას გამოეხმაურა, რომელიც
კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში ტრენინგი ჩატარდა. მას გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე
13:36 / 18.08.2017
კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ტრენინგი ჩატარდა. მას გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე
სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ რუხის მრავალპროფილური
საუნივერსიტეტო კლინიკის კორპუსების მშენებლობა დაასრულა. ამ ეტაპზე
მიმდინარეობს
12:48 / 18.08.2017
სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის კორპუსების მშენებლობა დაასრულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს
„Gem-Fest”-ის დამფუძნებელი და ორგანიზატორი გიორგი სიგუა ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. დაკითხვაზე
შესვლამდე მანდ ჟურნალისტებთან
12:41 / 18.08.2017
„Gem-Fest”-ის დამფუძნებელი და ორგანიზატორი გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. დაკითხვაზე შესვლამდე მანდ ჟურნალისტებთან
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
ბათუმში 1994 წელს
10:13 / 18.08.2017
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 1994 წელს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ჯემ ფესტის“ ფარგლებში
შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით
17:45 / 17.08.2017
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ჯემ ფესტის“ ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით
ზუგდიდში ღვთისმშობლის სამოსელის ქალაქიდან არგატანის მოთხოვნით
ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
17:32 / 17.08.2017
ზუგდიდში ღვთისმშობლის სამოსელის ქალაქიდან არგატანის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
კახეთში ყურძენს კახელი ფერმერი წამლავს, ქართლში ვაშლს - ქართლელი
ფერმერი, სამეგრელოში თხილი უნდა შეწამლოს მეგრელმა ფერმერმა,
16:02 / 17.08.2017
კახეთში ყურძენს კახელი ფერმერი წამლავს, ქართლში ვაშლს - ქართლელი ფერმერი, სამეგრელოში თხილი უნდა შეწამლოს მეგრელმა ფერმერმა,
მოქალაქეების აზრი
უნდა ჩატარდეს თუ არა GemFest ანაკლია-განმუხურში - გამოკითხვა (ვიდეო)
16 / აგვისტო 2017
GEM Fest 2017 14 აგვისტოს დასრულდა. ფესტივალის დაფუძნებელი გიორგი სიგუა ფინანსური კრიზისის შესახებ ალაპარაკდა.
ზუგდიდელების აზრი კონსტიტუციური მონარქიის შემოღებასთან დაკავშირებით (ვიდეო)
22 / ივნისი 2017
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 18 ივნისს ქადაგებაში საქართველოში მონარქიის აღდგენის საკითხზე ისაუბრა.

თავისუფალი სივრცე - ახალი შესაძლებლობებისთვის
მცირე და საშუალო მეწარმეობის განთითარება და სახელმწიფო პროგრამები
18 / აგვისტო 2017
გადაცემის თემა - მცირე და საშუალო მეწარმეობის განთითარება და სახელმწიფო პროგრამები.
LAGs-სა და სსო-ების როლი პროექტში
15 / აგვისტო 2017
LAGs-სა და სსო-ების როლი პროექტში „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციები,
არქივი
გამოკითხვა
უნდა ჩატარდეს თუ არა ჯემ ფესტი ანაკლია-განმუხურში?
ჩვენი კუთხის ისტორია
შენი გვარის ისტორია
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.