სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა 1972 წელს
დაბადებული კ.ც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით
დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 123
აბი და 5 ნატეხი „სუბოქსინი“, ასევე, 1 შეკვრად დაფასოებული, ჰეროინის
შემცველი, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი ამოიღეს. ბრალდებული
ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის
მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით).
მასალის გამოყენების პირობები