ახალი ამბები
დღეს კვირაცხოვლობაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.

საეკლესიო სწავლებით, კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე უფლის აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც, მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან.

კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. წმინდა სახარების მიხედვით, აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და თავისი ჭრილობები უჩვენა. თომა მოციქული ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. როდესაც ეს ამბავი შეიტყო, თქვა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა იესოს, მის მკვდრეთით აღდგომას არ დაიჯერებდა.

აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს. ამჯერად თომა მოციქულის თანდასწრებით. უჩვენა ჭრილობები და უთხრა ხელით შეხებოდა, რათა დარწმუნებულიყო. თომა მოციქული მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი". იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება.

უფალმა კი უპასუხა, რომ ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა.

კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი - საგანგებოდ გამომცხვარი პური, დარიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს. ბრწყინვალე შვიდეულის სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს. მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.

დღეს ასევე წმინდა გიორგი მაწყვერელის, აწყურის ეპისკოპოსის (IX-Xსს) ხსენების დღე აღინიშნება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის საკითხს „წერტილი დაესვა“. ამის შესახებ ასლან ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიას უთხრა.
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვა მიმდინარეობს.
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 34 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.