ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი ლატვიელ პოეტს მასპინძლობს (ვიდეო)
19:44 / 20.07.2019
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 გაიხსნა. ფესტივალი ორდღიანია და მოსულ სტუმრებს ორგანიზატორები ლიტერატურულ და მუსიკალურ პროგრამას შესთავაზობენ. პირველი დღე პოეტმა გიორგი ლობჟანიძემ გახსნა.
F5 წელს პირველად ლატვიელ პოეტს, სემიონ ხანინის უმასპინძლებს.იგი აუდიტორიის წინაშე ხვალ წარსდგება.
„ტრადიციულად, ფესტივალში მონაწილობას იღებენ ქართველი პოეტები, მწერლები და მუსიკოსები. პირველი ნაწილი ეთმობა ლიტერატურას, მეორე ნაწილი მუსიკას და ყველაზე კარგი რაც არის ლატვიელი ავტორი გვყავს სტუმრად, რომელიც სპეციალურად ამ ფესტივალის გამო ჩამოვიდა ზუგდიდში. ჩვენ გვინდა, რომ ეს ფესტივალი გახდეს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - თქვა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკა ლაშხიამ.
აღნიშნულ ფესტივალს ზუგდიდი მეორედ, არტ ჰაუსში, ტარდება. ამავე თემაზე:
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის საკითხს „წერტილი დაესვა“. ამის შესახებ ასლან ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიას უთხრა.
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები