ახალი ამბები
ზუგდიდში დევნილ და გამოყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ ქალებს დეზინფორმაციის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ (ფოტო/ვიდეო)
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" ორგანიზებით, ზუგდიდში 70-მდე ქალს ტრენინგი ჩაუტარდა. მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით კონფლიქტის გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა და იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მიიღეს. მოწვეულმა ტრენერმა ბაჩო აბშილავამ მონაწილეებს ის მექანიზმები გააცნო, რომელიც ყალბი ახალი ამბების ამოცნობაში დაეხმარებათ. ამასთან, ისინი გაეცნენ ელექტრონული ფოსტის მართვას და საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ბევრ სხვა საკითხს.
"განსაკუთრებული მწვავე პრობლემა, რომელმაც პანდემიის დროს იჩინა თავი იყო დეზინფორმაცია. ქსელის წევრმა ქალებმა გააცნობიერეს, რომ ზოგადად მედიაწიგნიერება, ამ კუთხით განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით პანდემიის დროს", - აღნიშნა ორგანიზაცია "თანხმობის" დამფუძნებელმა იულია ხარაშვილმა.

მისივე ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობის და უსაფრთხოების ფონდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით 2020 წლის აგვისტო-სექტემბერში "თანხმობამ" განახორციელა პროექტი: "დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების და გოგოების საჭიროებებზე რეაგირება COVID-19 პანდემიის პირობებში", რომელიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული ქალების გაძლიერებას და ქმედითი ქსელის შექმნას ისახავდა მიზნად. თავის მხრივ, ქალების ქსელის ამოცანა მათი საჭიროებებისა და პრობლემების მოკვლევა და გადაჭრის გზების ერთობლივად ძიებაა.

"მუშაობას ვაგრძელებთ კონფლიქტისპირა სოფლებში და დევნილთა ჩასახლებებში, სადაც ვეხმარებით ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის შექმნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კოვიდის შედეგად შექმნილ ახალ რეალობაში. პროექტის ფარგლებში გვინდა მივცეთ ლიდერ ქალებს უკეთესი კომპიუტერული უნარ-ჩვევები, ვასწავლოთ ონლაინ მუშაობა ქსელში. ტრენინგების დროს დიდი ყურადღება ექცევა კიბერუსაფრთხოებას, კომპიუტერული ძალადობისგან დაცვას. ჩვენი ტრენერი ასწავლის, როგორ უნდა გაარჩიონ ერთმანეთისგან, რეალური და ყალბი ინფორმაცია და უსაფრთხოდ იმუშაონ სოციალურ ქსელებში. პროექტი დაეხმარება ლიდერ ქალებს ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვასა და ჩატარებაში, რათა მოხდეს მათ მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების გადაწყვეტა. პროექტი ასევე ტექნიკურად უზრუნველყოფს ქსელის ფუნქციონირებას", - ამბობს იულია ხარაშვილი.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" 1994 წლიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ახორციელებს სასარგებლო და საინტერესო პროექტებს, რომლებიც დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერას, მათ ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვას ემსახურება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.