ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ლევან დავითაშვილი დაინიშნა. ის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ლევან დავითაშვილი ასევე შეინარჩუნებს ვიცე-პრემიერის პოზიციას.

„მადლობა პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის და გუნდის თითოეულ წევრს იმ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც წლების განმავლობაში მქონდა, რაც იმის აუცილებელი პირობა იყო, რომ ჩვენ გაგვეხორციელებინა რეფორმები სოფლის მეურნეობის თუ გარემოს დაცვის მიმართულებით და სამინისტროს წარმატებით ემუშავა. ასევე მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს, რომელთა დიდი მონდომების, ძალისხმევის, ჩართულობის გარეშე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივაღწევდით იმას, რასაც მივაღწიეთ გარემოს დაცვის თუ სოფლის მეურნეობის რეფორმირების კუთხით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა უწყების ყოფილ ხელმძღვანელს, ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრის პოსტზე წარმატებული მუშაობისთვის. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ნათია თურნავას საქმიანობა ძალიან რთულ დროს დაემთხვა, როცა პანდემიამ მთელი მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა შეცვალა და განსაკუთრებული გამოწვევები შექმნა ეკონომიკური განვითარების კუთხით.
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამ პოსტზე მის მთავარ ამოცანად ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და დასაქმების ზრდას ასახელებს.

„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეკონომიკის სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევით ჩვენ შევძელით ერთის მხრივ ეკონომიკის აღდგენა - ნამდვილად დავუბრუნდით პანდემიამდელ მაჩვენებელს. თუმცა, გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, გეგმები და ვალდებულება ჩვენს მოსახლეობასთან - ვაჩვენოთ ეკონომიკის სწრაფი განვითარება და ასევე შევქმნათ დასაქმების მაქსიმალური საშუალებები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მოსახლეობის შემოსავლების ზრდასთან და კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.