ახალი ამბები
არაჩვეულებრივი იქნებოდა აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისები - კელი დეგნანი
ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ელჩის თქმით, პირდაპირი ავიამიმოსვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი საქართველოსა და ამერიკას შორის. დეგნანმა განმარტა, რომ პანდემიის გამო შეზღუდვების დაწესებამდე ამ თემაზე კომუნიკაცია უკვე დაწყებული იყო. კელი დეგნანი იმედოვნებს,რომ ეს თემა კვლავ აქტუალური გახდება.

"ვფიქრობ, ყველა, ვისაც უმგზავრია აშშ-დან საქართველოში და პირიქით, იცის, რა არაჩვეულებრივი იქნებოდა პირდაპირი ავიარეისები. ამაზე დისკუსია და მოლაპარაკებები შეწყდა კოვიდის პერიოდში და ვფიქრობ, კოვიდის შემდეგ კვლავ დაიწყება. თუმცა არ ვიცი რა ეტაპზეა ახლა, ვინაიდან კოვიდის გამო მოგზაურობის ინდუსტრია ზოგადად დაზარალდა. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. ხშირად მითქვამს, რომ ზოგჯერ რთულია ამერიკელების დარწმუნება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში პირველად, მანძილის გამო, თუმცა არასდროს ჭირს მათი დარწმუნება, კიდევ დაბრუნდნენ აქ მას შემდეგ, რაც საქართველოს სტუმართმოყვარეობას გამოცდიან", - აღნიშნა ელჩმა.

კელი დეგნანმა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალ ვაჭრობაზეც გაამახვილა ყურადღება.

"რაც შეეხება აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს არის საკითხი, რომელსაც აგვარებს აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენელი და არა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს ასევე იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. 2018 წელს განხორციელდა მიზანშეწონილობის შესწავლა. ვფიქრობ, მთავარი ის არის, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია წარმატების მიღწევა. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ შესაძლებლობებს, დავეყრდნოთ იმ მჭიდრო პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და შეერთებულ შტატებს აქვთ და გავაფართოოთ ეს ურთიერთობები. შემოვიტანოთ მეტი ამერიკული ბიზნესი საქართველოში და მეტი ქართული ბიზნესი შეერთებულ შტატებში. ვფიქრობ, ეს კარგია ორივე ქვეყნისთვის", - განაცხადა ელჩმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.