ახალი ამბები
აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი - მეორე მონტე კარლო - პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის გამთლიანების შემთხვევაში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში 10 მილიარდის ინვესტიციის განხორციელება შეუძლია.

ამის შესახებ მან ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკა არ გადაიხედება და ქვეყნის მთავრობა შეეცდება მშვიდობიანი გზით ქვეყნის გაერთიანებას.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით, ჩვენი შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება. ჩვენი მიზანია საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგება. ჩვენ ძალიან ბევრს ვეხმარებით ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. ამის თაობაზე ჩვენ საჯაროდ არ ვსაუბრობთ, ეს არის ჩვენი გააზრებული პოლიტიკა, არ გვსურს ამისი აფიშირება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისებით. მაგალითისთვის, 230 სტუდენტი ჩაირიცხა გასულ წელს, 1300-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ჯანდაცვის სერვისებით და, რა თქმა უნდა, ეს დახმარებები გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ყველაზე მთავარი ამოცანა და იდეა, რომლის გარშემოც ჩვენი ერი უნდა გაერთიანდეს, არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. საუბედუროდ და სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ყველაფერზე საუბრობენ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარდა. მოგეხსენებათ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი, თუ არ ვცდები, 200 მილიონ დოლარს შეადგენს, აქედან სრულად დოტაციაზეა მათი ეს ბიუჯეტი და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, პირველ სამ წელიწადში, დაახლოებით, 10 მილიარდის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და ასევე, სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება, ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა. აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო და ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აქვს უზარმაზარი პოტენციალი აფხაზეთს, რომ გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი - მეორე მონტე-კარლო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ჩვენ გვინდა ამდენი ომებით მიღებული ჭრილობები მოვიშუშოთ. ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება, ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღნიშნული კონფლიქტის, ამ საშინელი ტრაგედიის, დასრულება და შერიგება, იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ, ევროპულ საქართველოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის იხსენებს, თუ როგორ გაემგზავრა კახათის სკოლის 20 - მდე მსაწავლებელი ტრაგიკულად დაღუპული ეროვნული მოძრაობის "დუღაბის", მერაბ კოსტავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.