ახალი ამბები
"მოგიწოდებთ მშვიდობიანი პროტესტისკენ"- თამარ ბელქანია სტუდენტებს
წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია სტუდენტებს მიმართავს და მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, კანონი უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ, საქართველოს საბჭოთა რუსეთში აბრუნებს, ამ ფონზე კი სტუდენტების პროტესტი უმნიშვნელოვანესია.

"მივმართავ სტუდენტებს, განსაკუთრებით ჩემ სტუდენტებს. საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი პერიოდია.ჩვენ ისევ ტოტალიტარულ, საბჭოთა რუსეთში გვაბრუნებენ. ამიტომ ჩემ სტუდენტებს მოვუწოდებ, მშვიდობიანი მსვლელობისკენ, მშვიდობიანი ბოიკოტისკენ. მათ უნდა გააკეთონ არჩევანი, ეს არჩევანი უნდა იყოს მყარი პოზიცია ჩვენ გვინდა რუსეთი თუ ჩვენ გვინდა ევროპული ღირებულებები, რომლის მატარებელი ისეც ვართ. ამ კანონის მიღება გულისხმობს, იმას რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. ხელისუფლებას კრემლის მითითებით უწევს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობა. დღეს ყველაზე მნიშნველოვანია ეროვნული კონსოლიდაციის საგანი იყოს სწორედ ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა,"- უთხრა თამარ ბელქანიამ ჟურნალისტებს.

"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ პროექტებს სახელწოდებით - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საკნონმდებლო ორგანოში ამ წუთებში განიხილავენ. პარალელურად კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპორტესტო აქცია მიმდინარეობს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილი მდინარეში გადავარდნილი სამი ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.