ახალი ამბები
„მტკიცებულებების ნაწილი საქმესთან შემხებლობაში არ არის“ - ბადრი ესებუას ადვოკატი
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე მხოლოდ ერთი მოწმე გამოიკითხა. ბრალდების მხარე იმ ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევას ითხოვდა, რომელიც საქმეს ერთვის, თუმცა დაცვის მხარემ მათი უმეტესობა უდავოდ ცნო.  გარდა სუნის ნიმუშისა და იარაღის მასრებისა, ამ მტკიცებულებებს მხარეები მომდევნო პროცესზე გამოიკვლევენ.


„დღეს ბრალდების მხარემ გააგრძელა მტკიცებულებათა გამოკვლევა. გამოვკითხეთ ერთი დაზარალებული. ასევე, ჩვენ ვგეგმავდით ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევას, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანია, თუმცა დაცვის მხარემ მტკიცებულებათა უმრავლესობა უდავოდ ცნო, მოითხოვა მხოლოდ სუნის ნიმუშებისა და მასრების გამოკვლევა და ამ მტკიცებულებებს ბრალდების მხარე გამოიკვლევს შემდეგ სასამართლო სხდომაზე,"- განაცხადა მირანდა წერეთელმა.

ბადრი ესებუას უფლებადამცველის სოსო ჯანაშიას განცხადებით, მტკიცებულების უმეტესობა, რომელიც უდავოდ ჩაითვალა, ესებუას სახლის ჩხრეკისას არის ამოღებული და მათ საქმესთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ. გარდა ამისა,  დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე ითხოვდა იმ მოწმეების გამოკითხვას, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან. დაცვის მხარემ მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით, რომ აღნიშნული პირები, შესაძლოა, დაბრუნდნენ ქვეყანაში სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ამიტომ მოითხოვა მათი გამოკითხვა შემდგომ სხდომებზე. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დასაშვებად ცნო.

,,დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა ერთი მოწმე, რომელიც მოცემულ საქმეზე იყო დაზარალებული. მას თვალით არ უნახავს მძარცველი, მაგრამ განაცხადა, რომ მან გაიგო ეს იყო ბადრი ესებუა, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ეს მასმედიის საშუალებით ორი დღის შემდეგ გაუგია. რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რომელიც დღევანდელ პროცესზე გაირკვა, ბრალდების მხარეს უნდოდა ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა , თუმცა ამ ნივთიერი მტკიცებულებებიდან დაცვის მხარის შუამდგომლობით გამოკვლეული იქნება მხოლოდ ბალისტიკურ ექსპერტიზაზე გაგზავნილი მასრები და ასევე, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე გაგზავნილი სუნის ნიმუშები. რაც შეეხება სხვა კონკრეტულ ნივთიერ მტკიცებულებებს, ეს იყო სხვადასხვა ნივთი ამოღებული ბადრი ესებუას საცხოვრებელი სახლიდან, საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებსაც არანაირი შემხებლობა ამ საქმესთან დაკავშირებით არ ჰქონდა, აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს მტკიცებულებები ჩავთვალეთ არაარსებითად და მივიღეთ როგორც პრედუქციული ძალის მქონე მტკიცებულებები ,"- განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს.  

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ამავე თემაზე: 

იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობისთვის ბადრი ესებუას 4 წელი მიესაჯა

პოლიციელი: „ბადრი ესებუას ვიცნობ, თავდასხმის დროს ხმით ვიცანი“

მოწმე ბადრი ესებუაზე: „ჩემს თვალში ცხოველი ზის აქ“

ბადრი ესებუა ავთო გალდავას - მინდა მოგილოცოთ ჩემი დაკავება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის იხსენებს, თუ როგორ გაემგზავრა კახათის სკოლის 20 - მდე მსაწავლებელი ტრაგიკულად დაღუპული ეროვნული მოძრაობის "დუღაბის", მერაბ კოსტავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.