ახალი ამბები
"თუ პუტინი მართლაც ზრუნავს საქართველოს მოსახლეობაზე, უნდა გაიყვანოს ჯარი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან"- კელი დეგნანი
ამერიკის ელჩმა რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის დაწესებული სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ისაუბრა. კელი დეგნანის თქმით, არავის სჯერა, რომ პუტინი საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნავს.

მისი განცხადებით,  ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი რუსი ვიზიტორის შემოსვლის მიზეზი გახდეს, რუსეთის ხელისუფლება კი საკუთარი მოქალაქეების სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნას იქ შეჭრის მიზეზად იყენებს.

" ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი ვიზიტორების შემოსვლა. თუკი პუტინი მართლაც ზრუნავს საქართველოს მოსახლეობაზე, მან უნდა გაიყვანოს ჯარი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმება და უკან წაიღოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. ეს იქნებოდა გულწრფელი ნიშანი და ჟესტი. ყველას ახსოვს, რომ 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, 1979 წელს ის ანადგურებდა ქართულ ენას, შეურაცჰხყოფდა ეკლესიებს, მისი სამიზნე ომის დროს უკრაინაშიც და საქართველოშიც იყო საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები და ბავშვები. ძალიან უცნაურია, რომ ასეთი სისხლიანი რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას ვინმე მიესალმოს",- განაცხადა  დეგნანმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება 10 მაისს გამოაცხადა. ბრძანება ძალაში 15 მაისიდან შედის. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღით შეეძლებათ უვიზოდ.

გარდა ამისა, უქმდება აკრძალვას რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენაზე.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის ივლისიდან შეწყვიტა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.