ახალი ამბები
ოჩამჩირის მკვიდრის მკვლელობაში ბრალდებულს 15 წელი მიუსაჯეს - სოხუმი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ განსაკუთრებით საშიშ დამნაშავედ ცნო თამაზ აბუხბა და გრძელვადიანი პატიმრობა მიუსაჯა მას. ამის შესახებ „გენერალური პროკურატურის“ პრესსამსახური იტყობინება.


აბუხბას ბრალი ედება „განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში“. ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით ის 15 წელს სპეციალური რეჟიმის კოლონიაში გაატარებს.

ამავე ინფორმაციით, მკვლელობა 2022 წლის 30 მარტს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ თამაზ აბუხბას არ სურდა 215 ათასი რუბლის დაბრუნება ოჩამჩირის მკვიდრი ანრი ჩხაბელიასთვის, მისგან ადრე შეძენილი ავტომობილის,  Toyota Mark II- ს სანაცვლოდ. ფულის გადაცემის საბაბით, აბუხბამ ჩხაბელია სოფელ ბასლახუბას ტყეში დაიბარა და დანით 13 ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

2022 წლის აპრილში ოჩამჩირის რაიონის ე.წ. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა 1986 წელს დაბადებული ანრი ჩხაბელიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე. 1 აპრილს, დანაშაულში ეჭვმიტანილი დააკავეს.


 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.