არჩევნები
ირაკლი ჩიქოვანი: "ოცნება" საარჩევნო უბნებზე "მონოპოლიის" მოპოვებას ცდილობს (ვიდეო)
"თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზუგდიდში ირაკლი ჩიქოვანმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი მტკიცებით, კომისიის წევრებად, რომლებიც საარჩევნო უბნებზე პროფესიული ნიშნით უნდა შეირჩნენ, "ქართული ოცნება" საკუთარი პარტიის მხადამჭერების გაყვანას გეგმავს. მან ბრიფინგზე ჟურნალისტებს სია წარუდგინა, სადაც აღნიშნული წევრები უკვე შეარჩიეს და რეკომენდატორად ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები მიუთითეს. ის ადგილობრივ ხელისუფლებას და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს საარჩევნო პროცესების უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს.

"ხელისუფლებას სურს მოიპოვოს და შეინარჩუნოს მონოპოლია იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მიიღებს საუბნო საარჩევნო კომისია. არის სია, სადაც რეკომენდატორებად კონკრეტული ადამიანები არიან მითითებულები. მაგრამ არის სიები, სადაც ეს ველი ცარიელია, თუმცა გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ აქ მოიაზრებიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია და ვინმე გრიხა მიქავა. ამ ყველაფერში კი სუს-ის ადგილობრივი ხელმძღვანელი გოგი ნაჭყებიაა გარეული", -აღნიშნა ჩიქოვანმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოუწოდებს დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და დაესწრონ კომისიის სხდომებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ პარტია მსგავსი თემების გაჟღერებით პოლიტიკური ქულების მოპოვებას ცდილობს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.