არჩევნები
პაატა ბურჭულაძემ განმუხურში დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა (ვიდეო)
პაატა ბურჭულაძემ განმუხურის ამფითეატრში პარტიის "სახელმწიფო ხალხისთვის" იმერეთის, გურიის და სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

სამეგრელოს რეგიონში კანდიდატები იქნებიან: ქალაქ ზუგდიდი – ვახტანგ ცხადაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – ბესიკ თოდუა, წალენჯიხა-ჩხოროწყუ – გიორგი ხარჩილავა, სენაკი – გურამ მისაბიშვილი; ხობი -კახა ნადარაია; მარტვილი-აბაშა – დავით თოფურია და ქალაქ ფოთი -კოტე კემულარაია. რაც შეეხება, მესტიას, ამბროლაურს, ონს, ლენტეხსა და ცაგერს- აქ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როსტომ ცხვედიანი იქნება.

ბურჭულაძის განცხადებით, მისი პარტიის სახით, ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს გამთლიანებას შეძლებს. "სახელმწიფო ხალხისთვის" დამფუძნებელმა სიტყვით გამოსვლისას, აფხაზებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ მათ შეუძლიათ მისი პარტიის ნდობა.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.