გიორგი მარგველაშვილი ზუგდიდში სტუდენტებს შეხვდა (ვიდეო)
16:02 / 31.08.2016
საქართველოს პრეზიდენტი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტს ამომრჩეველთა გააქტიურების კამპანიის ფარგლებში
ეწვია. მარგველაშვილის განცხადებით, კამპანია არა რომელიმე
პარტიის მხარდასაჭერად მოწოდებას, არამედ, მოქალაქეების გააქტიურებას
ემსახურება.
პრეზიდენტმა მესხიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმს
მოაწერა ხელი. აღნიშნული ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და
განხორციელებას ითვალისწინებს, რომლებიც მიმართული იქნება უმაღლესი
განათლების ხარისხის ამაღლების, ახალი თაობების სრულფასოვანი აღზრდის
ხელშეწყობისა და მათი წახალისების, სამოქალაქო საზოგადოების
ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების
განმტკიცებისაკენ.
ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით,
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის
საბაკალავრო პროგრამა გაიხსნება, რომელიც ,,რეგიონული უნივერსიტეტის
მხარდაჭერის" პროექტის ფარგლებში განხორციელდება.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია სოციალურ ქსელში პოსტ აქვეყნებს, რომელშიც ის იხსენებს, თუ როგორ გაემგზავრა კახათის სკოლის 20 - მდე მსაწავლებელი ტრაგიკულად დაღუპული ეროვნული მოძრაობის "დუღაბის", მერაბ კოსტავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები