დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს (ვიდეო)
17:19 / 03.09.2016
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედია-პროექტის
ფარგლებში, რეგიონში საარჩევნო გარემოს შესახებ დისკუსია გაიმართა.
შეხვედრაზე წინასაარჩევნო ვითარება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის
ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ და არასამთავრობო
ორგანიზაცია „საუნჯეს“ გამგეობის თავმჯდომერემ იაგო ფასანძემ
შეაფასეს. როგორც ჯემალ ჭკადუამ აღნიშნა, 2012 წელთან შედარებით
2016 წელს წინასაარჩევო პერიოდი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მან
მაგალითად 2012 წელს ამომრჩევლების მოსყიდვის, ზეწოლისა და პოლიტიკური
ნიშნით გათავისუფლების ფაქტები დაასახელა. ამასთან, ამ დროისთვის
პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ 2 ფაქტზეც გაამახვილა
ყურადღება.
თავის მხრივ, იაგო ფასანძემ საუბნო-საარჩევნო კომისიების შერჩევისას
დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, საუბნო საარჩევნო
კომისიების დაკომპლექტების წესი ვერ უზრუნვეყოფს კვალიფიციური და
აპოლიტიკური პირების დანიშვნას.
შეფასებების შემდგომ ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები
პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლებმა გამოთქვეს.
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები