პოლიტიკურმა ბლოკმა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო
ხალხისთვის“ ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად
დაასრულა. პარტიის ოფისიდან კანდიდატები, აქტივისტები და
მხარდამჭერები მერაბ კოსტავას ბიუსტისკენ გაემართნენ.
მსვლელობას ზუგდიდის საცხენოსნო კლუბ „ხარებას“ ცხენოსნები
მიუძღოდნენ. კოსტავას ბიუსტთან შეკრებილ ამომრჩევლებს კანდიდატებმა
სიტყვით მიმართეს.
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვახტანგ ცხადაიას
თქმით, პარტიას ათასობით ზუგდიდელი უჭერს მხარს და მათი ხელისუფლებაში
მოსვლის შემთხვევაში,მოსახლეობას ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს
მოუგვარებენ. მან სამეგრელოში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და
აღნიშნა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებისთვის მთავრობა
ყველაფერს გააკეთებს.
„საარჩევნო გარემო დღემდე იყო ნორმალური, მე დარწმუნებული ვარ, რომ
თითოეული ინციდენტი არის ქვეყნის წინააღმდეგ
მოწყობილი“, - განაცხადა ცხადაიამ.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დღეს, 29 აპრილს, "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები