არჩევნები
არასამთავრობოები ზუგდიდის თემში მიმდინარე კენჭისყრას ეხმაურებიან
არასამთავრობო ორგანიზაციები ​„საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ”და„ჰელფინგ ჰენდი”აკვირდებიან განმეორებითი კენჭისყრის პროცედურებს ზუგდიდის თემის სამ საარჩევნო უბანზე. ანგარიშის თანახმად,არჩევნების დღის პირველი საათები აღნიშნულ უბნებზე მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თითქმის უხარვეზოდ.

"2016 წლის 22 ოქტომრბის განმეორებითი კენჭისყრა 12 საათის მდგომარეობით ზუგდიდის სამ საარჩევნო უბანზე (სოფ. ჯიხაშკარის 66.67.38, 66.67.79 და სოფელ განმუხურის 66.67.108უბნებზე) მშვიდად მიმდინარეობს. დაკვირვების ფარგლებში სამივე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა. თუმცა ჯიხაშკარის ორივე უბანს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, რის გამოც პროცედურები სანთლის შუქზე ჩატარდა, ელექტროენერგიის მიწოდება მალევე აღდგა. სამივე უბნიდან მცირე ხნით დაგვიანდა გადასატანი ყუთის გატანა (განმუხურის 38-ე უბანზე 15 წუთით,ჯიხაშკარის79-ე უბანზე 19 წუთით და108-ე უბანზე 10 წუთით). აღნიშნული გამოწვეული იყო პროცედურების არადროული შესრულებით. აღნიშნული არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ხარვეზს, თუმცა მიუთითებს იმაზე, რომ კომისიებს უჭირთ პროცედურების განსაზღვრულ დროში დასრულება. 108-ე უბანზე საარჩევნო სუბიექტის და კომისიის წევრს შორის შეკამათება მოხდა, სიტუაციის განსამუხტად სამართალდამცავების ჩარევვა გახდა საჭირო, თუმცა ვითარება მალე დალაგდა. საარჩევნო უბნებზე არ ფიქსირდება მნიშვნელოვანი ხარვეზები და პროცესი მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული წესით. აუცილებელია, განმეორებითი კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში გაგრძელდეს. დღის განმავლობაში არსებული სიტუაციის შესახებ საზოგადოებას კვლავ მოვახსენებთ განცხადებების სახით".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / მაისი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონის საკანონმდებლო ორგანოში მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. კანონის ხელახალი ინიციირების დღიდან ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში და მის მიმდებარედ, პერმანენტულად აქციები ტარდება, მათ შორის მსვლელობებიც ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ.
14 / მაისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 18 მაისამდე გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
14 / მაისი 2024
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისთვის მთელი საქართველო თბილისში უნდა იყოს, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბოროტების მანქანის ერთსულოვნებით დაძლევისთვის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.