არჩევნები
21 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. ცესკოს მიერ რეგისტრირებულია 30 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 24 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი. წილისყრის პროცედურაში მონაწილეობა მიიღო 15-მა საარჩევნო სუბიექტმა. დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ვინაიდან მათ უკვე ჰქონდათ განსაზღვრული რიგითი ნომრები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით. წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საინიციატივო ჯგუფს, რადგან ცესკოს მიერ რეგისტრირებული იყო მხოლოდ ერთი საინიციატივო ჯგუფი დამას კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს მიერ განესაზღვრა რიგითი ნომერი. კანონმდებლობის თანახმად პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს ექნებათ იგივე რიგითი ნომრები, რაც მიენიჭა მათ წარმდგენ საარჩევნო სუბიექტებს.

წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით, 15 საარჩევნო სუბიექტს შემდეგი რიგითი ნომრები მიენიჭათ:
№4 - „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“
№9 - „მემარცხენე ალიანსი“
№11 - „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“
№13 - „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“
№14 - „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
№18 - „ტრადიციონალისტები“
№20 - „შენების მოძრაობა“
№23 - „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“
№27 - ბლოკი „გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველო“
№29 - „ახალი მემარჯვენეები“
№31 - „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა"
№34 - “მამულიშვილთა ორდენი სამშობლო"
№37 - „სოციალისტური საქართველო - კომუნისტები“
№38 - ბლოკი "სახალხო-ხალხის ერთსულოვნება"
№39 - „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“

საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც რიგითი ნომრები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით(წილისყრაში მონაწილეობის გარეშე) განესაზღვრათ:
№1 - "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის"
№2 - საარჩევნო ბლოკი "ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო"
№3 - ბლოკი „ლორთქიფანიძე, კუკავა-თავისუფალი საქართველო“
№5 - ბლოკი"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
№6 - "რესპუბლიკური პარტია"
№7 - "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის"
№8 - "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"
№10 - "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია"
№12 - "საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები"
№15 - „მშრომელთა სოციალისტური პარტია“
№17 - „საქართველო“
№22 - „მერაბ კოსტავას საზოგადოება“
№28 - "ზვიადის გზა უფლის სახელით (“სამართლიანობის აღდგენის კავშირი; მეანაბრეთა ასოციაცია; იპოთეკით დაზარალებულთა დარბაზი; ალტერნატიული პირადობის დაშვების ლიგა; უფალია ჩვენი სიმართლე)"
№41 - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
№42 - საინიციატივო ჯგუფი - მერობის კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი









Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.