არჩევნები
მერობის კანდიდატი: „ევროპული საქართველო“ და ენმ საარჩევნო უბნების პიკეტირებას გეგმავს (ვიდეო)
“პატრიოტთა ალიანსის” ზუგდიდის მერობის კანდიდატი გოგიტა ბიგვავა ხვალ მოსალოდნელ პროვოკაციასა და გარკვეული საარჩევნო უბნების პიკეტირებაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იმ უბნებზე, სადაც გამარჯვების შანსი არ აქვთ, გარკვეულ პროვოკაციებს აპირებენ, თუმცა ბიგვავას არ დაუკონკრეტებია, რა სახის პროვოკაციაზეა საუბარი და რომელ საარჩევნო უბნებში.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ უზრუნველყონ მშვიდობიანი საარჩევნო გარემო და ნუ დაუშვებენ პოლიტიკური ძალების მიერ საარჩევნო პროცესის ესკალირებას“, - განაცხადა ბიგვავამ.

აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე.


.
„ჩვენ არავითარი არეულობითვის არ ვემზადებით. გოგიტა ბიგვავას კი ვურჩევთ რამე სერიოზული საქმით დაკავდეს. მის ამ განცხადებაზე რამე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა წითლიძემ.

ბრალდებას უპასუხეს „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში. ლაშა დამენიას თქმით, ბიგვავა „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებელია.



„დღეს ბიგვავა იქცა სუს-ის ხელში ჩვეულებრივ გამხმოვანებლად. მას არ შეიძლებოდა ეს ინფორმაცია ჰქონოდა და ის ასრულებს ხელისუფლების დავალებას. „ქართულმა ოცნებამ“ კი კარგად იცის, რომ ბევრ სოფელში მისი კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს. დროა,ზუგდიდელმა ამომრჩეველმა გააკეთოს მშვიდ გარემოში არჩევანი“, - თქვა დამენიამ და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ამომრჩევლებს თავისუფალ გარემოში არჩევანის გაკეთების საშუალება მისცეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხვალ, 21 ოქტომბერს გაიმართება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
07 / მაისი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა. გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება, წერს „ეხო კავკაზა“.
07 / მაისი 2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2024 წლის პირველ კვარტალში (იანვარ-მარტი)18 441 ვიდეოჯარიმა აღირიცხა.
07 / მაისი 2024
სოფელ ნაკრაში ორ მაისს მდინარე ნაკრაში გადავარდნილი სამი მოზარდიდან კიდევ ერთის, 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი იპოვეს. ის დღეს დილით, გამთენიისას ნაკრაში მდებარე პატარა ჰესთან აღმოაჩინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.