ლევან კონჯარია: ჩვენი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს (ვიდეო)
10:41 / 21.10.2017
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლევან
კონჯარიამ ხმა #16-ე საარჩევნო უბანზე მისცა, სადაც ის შვილებთან და
კოლხეთის უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ვახტანგ
ეზუგბაიასთან ერთად მივიდა.
მან აღნიშნა, რომ ხმა საქართველოს და ქვეყნის წინსვლას მისცა და იმედი
გამოთქვა, რომ მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.
„დაძაბული სიტუაცია იყო, ქალაქშიც ნახავთ ჩვენი ბანერები და სარეკლამო
პლაკატები უმცირეოსაბაშია, იყო ჩამოხევები და ზეწოლები, მაგრამ ჩვენ
მაინც მყარად ვდგავართ და ჩვენი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს.
მინდა გითხრათ დღევანდელი დღე არის საქართველოსთვის გადამწყვეტი
მომენტი, როცა მოსახლეობამ სწორი კურსი და სწორი გზა უნდა აირჩიოს“, -
განაცხადა კონჯარიამ.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები