არჩევნები
არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია
საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, ამის შემდგომ კი, არჩევნები 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია,

"წინასწარი შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია ითქვას, რომ ჩვენ დიდი ალბათობით გვაქვს მეორე ტური. მეორე ტურის გამართვას აქვს თავისი პროცედურები. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო დავების განხილვა მაქსიმალური ვადით გაგრძელდა, ეს არის არჩევნების ჩატარებიდან 20 დღე. შედეგები 20 დღეში უნდა გამოქვეყნდეს. საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან, ანუ 20 დღის შემდგომ 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური, რაც გახლავთ ამავდროულად კვირა დღე და უკიდურესი ვადა შესაძლებელია იყოს 2 დეკემბერი", - განაცხადა ჟვანიამ.

ცნობისთვის, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა 615 403 ხმა მიიღო, რაც 38,63%-ია, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 601 175 ხმა - 37,74% . თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია 3703 უბნის მონაცემი, რაც წარმოადგენს უბნების თითქმის 100 პროცენტს. მისივე ინფორმაციით, 28 ოქტომბრის 20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46.74 პროცენტია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 3 518 877-ს, რომელშიც ასევე შედიოდნენ საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ რეგისტრირებული მოქალაქე.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.